ნიკა კვარაცხელიას სახელობის სტიპენდია დაწესდება

ოჯახის გადაწყვეტილებით, ნიკა კვარაცხელიას სტიპენდია დაწესდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ და კვარაცხელიას დედის მეგობარმა, ნინო ზამბახიძემ დაწერა

 

„ნიკოს დაწყებულ საქმეს ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში და ასევე უცხოეთშიც. ჩვენი ოჯახის გადაწყვეტილებით იქნება ნიკოს სახელობის სტიპენდია… ნიკო ჩემთვის ერთი სიტყვით იყო მომავალი“- თქვა ნიკა კვარაცხელიას საცოლემ გადაცემა „დროებას“ ეთერში.

 

15 სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ინციდენტის შემდეგ ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს სადაც 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

 

ნიკო კვარაცხელია საქართველოში ონლაინ-პლატფორმა Feedc -ის დამფუძნებელია.

 

დეტალებს ნიკა კვარაცხელიას სტიპენდიის შესახებ stipendia.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.