ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა

საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით სასტიპენდიო პროგრამების მხარდაჭერას განაგრძობს. უკვე მესამედ, კრეატიული მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ სკოლაში, Miami Ad School Europe-ში, საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომლის და ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო.

 

მათ, ვინც არის შემოქმედებითი, აქვს საინტერესო იდეები და სურს მიიღოს განათლება და გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს ბანკი Miami Ad School Europe-თან ერთად შესაძლებლობას აძლევს ისწავლოს ბერლინში Art Direction-ის, Copywriting-ისა და Creative Technology-ის 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე და მოიპოვოს 100%-იანი დაფინანსება.

 

სტიპენდიის მისაღებად, კონკურსანტებმა 2022 წლის 1 ივნისამდე უნდა ჩააბარონ Miami Ad School Europe-ში. სტიპენდიანტი ჟიურის ჩართულობით, ჩარიცხულ სტუდენტებს შორის გამოვლინდება. ჟიურის წევრებს შორის საქართველოს ბანკის, MASE-სა და კრეატიული სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლები იქნებიან.

 

დამატებითი დეტალები სააპლიკაციო პროცესის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.miamiadschool.de/nikascholarship/