ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ში

Miami Ad School Europe-ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო. Miami Ad School-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა კრეატიული მიმართულებით. საქართველოს ბანკის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით კი ყოველ წელს ერთ ქართველ სტუდენტს პროგრამაზე სწავლა გერმანიაში სრულად უფინანსდება.

2 წლიანი პროგრამის გავლა შემდეგი მიმართულებებითაა შესაძლებელი:

-Art Direction

-Copywriting

-Creative Technology

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 31 აგვისტომდე უნდა გადააგზავნონ საკუთარი ნამუშევრები Miami Ad School-ში.

დამატებითი დეტალები სააპლიკაციო პროცესის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო, როდესაც ნიკა გუჯეჯიანის (საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომელის და Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებულის) სახელობის სტიპენდია დაწესდა.