GIP იწვევს აქტივისტებს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სოციალურ-პოლიტიკური თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მომავალ ლიდერთა სკოლაში (Emerging Leaders School – ELS) მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგები ჩატარდება ჰიბრიდული რეჟიმით – ვირტუალ და ფიზიკურ სივრცეში, შესაბამისად, მონაწილეობის მსურველ ახალგაზრდებს უნდა შეეძლოთ ფიზიკურ სივრცეში დაგეგმილ ტრენინგებზე დასწრება თბილისში.
ELS-ის მიზანია ახალგაზრდების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წახალისება მათთვის ცნობიერების ამაღლებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.
ტრენინგების კურსი მოიცავს თემებს:
– პოლიტიკური კომუნიკაცია;
– ადგილობრივი თვითმმართველობა;
– საგარეო უსაფრთხოების გამოწვევები;
– სამოქალაქო ჩართულობა და აქტივიზმი/თემის მობილიზება;
– მედიაწიგნიერება/სოციალური მედიის როლი პარტიულ პოლიტიკასა და სამოქალაქო აქტივიზმში;
– ქალების ჩართულობა პოლიტიკაში;
– პროექტის მენეჯმენტი/ფონდების მოძიება;
– ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება და ა.შ.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
იმისთვის რომ გახდეთ ELS-ის მონაწილე, საჭიროა:
– იყოთ 18-დან 35 წლამდე;
– გქონდეთ ინტერესი ქვეყანაში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესების, საარჩევნო სისტემების, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართ;
– შეგეძლოთ დასწრება ELS-ის სესიებზე 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით, როგორც ვირტუალურ, ასევე ფიზიკურ სივრცეში.
შერჩევის პროცესი:
იმისთვის, რომ ELS-ის მონაწილეების შესარჩევმა კომისიამ თქვენი აპლიკაცია განიხილოს, გთხოვთ, 2021 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგი ბმულის გამოყენებით და თან დაურთოთ თქვენი რეზიუმე (CV): https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScTUyjzitUHivV_oQWDiMMQCE41iiIF2wfRn-V-z_Nx1EiWRg/viewform
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ CV (ქართულ ენაზე) და სამოტივაციო წერილის (მაქს.200 სიტყვა) გარეშე მიღებული აპლიკაციები არ განიხილება. შერჩევის შედეგები ცნობილი გახდება 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს.
პროექტის ფორმატი:
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტი “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC საქართველო) თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს, ახალგაზრდების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წახალისებას მათთვის ცნობიერების ამაღლებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.
მომავალ ლიდერთა სკოლა მოიცავს ტრენინგების სერიას, რომელსაც გაუძღვებიან დარგის სპეციალისტები და ექსპერტები, როგორც სამეცნიერო სფეროდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებიდან. ტრენინგების სერია ფოკუსირდება პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ თემებზე, უსაფრთხოებისა და ეფექტური კომუნიკაციის საკითხებზე (მაგ. საჯარო პოლიტიკა; ადგილობრივი თვითმმართველობა; საგარეო უსაფრთხოების გამოწვევები; პოლიტიკა, როგორც პროფესია; სამართლიანი არჩევნების პრინციპები და ინფორმირებული ამომრჩეველი; სამოქალაქო ჩართულობა და აქტივიზმი; თემის მობილიზება; პოლიტიკური კომუნიკაცია; მედიაწიგნიერება; პოლიტიკური და სოციალური კამპანია; სოციალური მედიის როლი პარტიულ პოლიტიკასა და სამოქალაქო აქტივიზმში და ა.შ.). ამასთანავე, ტრენინგების ნაწილი ორიენტირებული იქნება სხვადასხვა სახის სამოქალაქო ჩართულობისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა პროექტის მენეჯმენტი, ფონდების მოძიება, ლობირება, ადვოკატირება და ა.შ.
ELS-ის მონაწილეებს ასევე, ეძლევათ დამატებითი შესაძლებლობები, ჩაერთონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებში:
– მიიღონ მონაწილეობა არაფორმალურ გარემოში გამართულ ღია ტიპის დისკუსიებში სივრცე დისკუსიისთვის;
– მიიღონ მონაწილეობა ბლოგების კონკურსში;
– გახდნენ თემატური სამუშაო ჯგუფის წევრები და ნამუშევრები წარადგინონ დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმზე.
დამატებითი დეტალები:
მომავალ ლიდერთა სკოლის ტრენინგები დაგეგმილია 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით. ტრენინგები წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: els@gip.ge ტელ.: +995 599 990 212, https://www.gip.ge