მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმის კონკურსი
ეროვნული კინოცენტრი აცხადებს კონკურსს სადიპლომო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმის ფინანსურად მხარდასაჭერად
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს – „სადიპლომო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმის წარმოების ფინანსური მხარდაჭერა“.
კონკურსის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აუდიო-ვიზუალური რეჟისურის სპეციალობის სტუდენტების მხარდაჭერა მიმდინარე სასწავლო წლის სადიპლომო ნამუშევრის (მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმი) გადაღების პროცესში.
სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.
საკონკურსო პროექტის ქრონომეტრაჟი განისაზღვრება შემდეგნაირად:
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – 10-25 წთ-მდე;
დოკუმენტური ფილმი – 10-25 წთ-მდე;
ანიმაციური ფილმი – 5 წთ-მდე.
საკონკურსო კომისია ხუთი წევრისგან შედგება, რომელთა ხმათა უმრავლესობით იქნება მიღებული გადაწყვეტილება პროექტის სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსების შესახებ. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.
ეროვნული კინოცენტრი შესაბამისი შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტებისა და თითოეული პროექტისათვის გამოსაყოფი ფინანსური რესურსის თაობაზე. ეროვნული კინოცენტრის მიერ კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 60 000 ლარს. კონკურსის გამარჯვებული პროექტები ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის მთლიანი ბიუჯეტის არანაკლებ 50%-ით.
დასრულებული ფილმი ეროვნულ კინოცენტრს უნდა ჩაბარდეს არაუგვიანეს 2024 წლის 1 სექტემბრისა.
კონკურსის პირობების მიხედვით, პროდიუსერი ვალდებულია, ფილმის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს ფილმის ჩაბარებიდან ორი თვის განმავლობაში, წარმოადგინოს ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა როგორც ეროვნული კინოცენტრიდან, ისე სხვა წყაროებიდან მიღებული დაფინანსების შესახებ.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 4 მარტიდან 12 მარტის 19:00 სთ-მდე ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: documents@gnfc.ge. ვადის დარღვევით წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება ეროვნული კინოცენტრის მიერ არაუგვიანეს 2024 წლის 20 მარტისა.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://cutt.ly/XwMXkgA6