მედიის განვითარების ფონდი (MDF) და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab), ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისისა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, აცხადებენ ქვიზების კონკურსს 2024 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენად. ეს კონკურსი უნიკალური შესაძლებლობაა, შეამოწმოთ თქვენი ცოდნა მედიაწიგნიერებაში ქვიზების კონკურსის თემატიკაა:
1. საბჭოთა პროპაგანდის მეთოდები,
2. ოპერაცია ინფექცია და სხვა აქტიური ღონისძიებები,
3. ცივი ომის პერიოდში და დღევანდელ მედიაში NATO-სთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია.
კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარება და საბჭოთა პროპაგანდის მეთოდების და აქტიური ღონისძიებების შესახებცოდნის გაღრმავება.
თუ გინდა, რომ 2024 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა გახდე და ხარ 17-დან 25 წლამდე:
12 დეკემბრის ჩათვლით დარეგისტრირდი ქვიზების კონკურსზე შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/vwrvkpNszty7VrK96
კონკურსი საუკეთესო შედეგის მქონე 4 გამარჯვებულს გამოავლენს:
წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა ლეპტოპით დაჯილდოვდება,
I, II და III ადგილებზე გასულ მონაწილეებს კი ტაბლეტები (ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობები) გადაეცემათ.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.