მედიის განვითარების ფონდი (MDF) იწვევს საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს მედია და ინფორმაციული წიგნიერების თემატურ ონლაინ ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველი პედაგოგები უნდა დარეგისტრირდნენ ერთ ან რამდენიმე სასწავლო მოდულზე:
* კიბერუსაფრთხოება. კიბერბულინგი და სოციალური მედიის ყალბი ანგარიშები
* ყალბი ინფორმაციის, ფოტო და ვიდეო გამოსახულების იდენტიფიცირება და გადამოწმება
* ონლაინ სწავლების მეთოდები. აქტიური სწავლება მედია და ინფორმაციული წიგნიერების ონლაინ რესურსების გამოყენებით
* სიძულვილის ენა, პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობა 2 სთ-ია. ტრენინგები ჩატარდება 16:00-დან 18:00 საათამდე წინასწარ შეთანხმებულ დროს.
ტრენინგებში მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია.
ტრენინგი უფასოა, ტრენინგის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა თითოეული ჯგუფისთვის 20 ადამიანია. ფონდი ეტაპობრივად დაუკავშირდება შერჩეულ აპლიკანტებს. ჯგუფების დაკომპლექტებისას უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 10 მაისი.