გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს მედიაკონკურსს ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის „ერთად დავიცვათ საქართველოს ტყე“.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ჟურნალისტსა და ბლოგერს, რომელიც წარმოადგენს გამოქვეყნებულ სტატიას, ბლოგს, სოციალური მედიის პოსტს ან ვიდეო სიუჟეტს ტყის დაცვის თემატიკასთან დაკავშირებით.
საკონკურსო ნამუშევრის თემატიკა:
🔸 მედიისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ჩართულობის მნიშვნელობა ტყის სწორად ათვისებისა და შენარჩუნების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში;
🔸 ტყის მდგომარეობა, რეგიონებში არსებულ მართვის პრაქტიკები, გამოწვევები და გადაჭრის გზები (ტყის რესურსების არასწორი ათვისება, ბრაკონიერობა, ტყის ხანძრები და ა.შ);
🔸 ტყის რესურსების მნიშვნელობა გარემოსა და ადამიანებისთვის;
🔸 პირადი მაგალითი, ისტორია აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით.
კონკურსი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ პროექტის ფარგლებში.
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 9 ოქტომბრამდე ელ-ფოსტაზე – info@eiec.gov.ge
კონკურსის შესახებ საკონტაქტო პირია ნათია ბლიაძე (ელ. ფოსტა: Natela.bliadze@eiec.gov.ge ტელ: 598 21 82 85).
🔍 კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს –https://eiec.gov.ge/Ge/Competitions/33