
მწერალთა სახლი დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს საქართველოს სკოლების უფროსკლასელთათვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.
მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილის შემოქმედების მიხედვით ორი შემოთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარმოადგინონ ერთ-ერთი:
1. რატომ და როდის იცინიან დავით კლდიაშვილის პერსონაჟები?
2. ჩემი საყვარელი მოთხრობა დავით კლდიაშვილის შემოქმედებიდან



აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, რეგიონი, სკოლა და საკონტაქტო ტელეფონი.

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 18 ნოემბერი.
ესეებს შეაფასებს ჟიური, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგება.
დაჯილდოება გაიმართება დეკემბერში, მწერალთა სახლში.
გაიცემა სამი პრემია, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით.
I პრემია – 300-ლარიანი ვაუჩერი
II პრემია – 200-ლარიანი ვაუჩერი
II პრემია – 100-ლარიანი ვაუჩერი
გამარჯვებული მოსწავლეების მგზავრობას რეგიონებიდან ფინანსურად მწერალთა სახლი უზრუნველყოფს. ასევე უზრუნველყოფილი იქნება მათი ღამისთევა.