ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამომცემლობა პალიტრა L და სტუდენტური ბარათი  აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი ან/და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის.

 

ახალგაზრდები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ მწერლობაში, რამდენიმე დღის განმავლობაში, ლიტერატურის სამყაროში აღმოჩნდებიან და ბევრ საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას მიიღებენ.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, მისამართზე wbclit2021@gmail.com უნდა გამოაგზავნონ სტუდენტის მოქმედი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა და მოკლე მოთხრობა.

 

განაცხადების მიღება დასრულდება 2021 წლის 6 ოქტომბერს.

 

19 ნოემბერს, სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორს, გადაეცემა ფულადი ჯილდო:

I ადგილი- 1000 ლარი
II ადგილი 800 ლარი
III ადგილი 500 ლარი

 

ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი, საკუთარ რჩეულებს დაასახელებენ.

 

გამარჯვებული სტუდენტები (15) ხუთი დღის განმავლობაში გაემგზავრებიან საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, სადაც მოისმენენ ლექციებს მხატვრულ წერასა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე.

 

კურსის დასრულების შემდეგ, პროექტის მონაწილე სტუდენტების მიერ დაწერილ ახალ მოთხრობებს, ერთ კრებულად გამომცემლობა, „პალიტრა L“ გამოსცემს, ხოლო, 19 ნოემბერს, გაიმართება გამარჯვებულთა დაჯილდოება.