ლიეტუვის მთავრობის სტიპენდია კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ ლიეტუვის მთავრობის სტიპენდია კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.
კონკურსი მიმდინარეობს ორ ეტაპად:
აპლიკანტმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა გაგზავნოს კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე: incoming@ktu.lt.
ამ უკანასკნელისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა.
სწავლის ხანგრძლივობა: 1-2 სემესტრი
საჭირო დოკუმენტები:
მიმდინარე საფეხურის ნიშნების ფურცელი;
ინგლისური ენის მინმუმ B2 დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი;
რეკომენდაციის წერილი (სასურველია მომზადდეს ფორმატში);
სასწავლო ხელშეკრულება (Conditional Agreement – შაბლონი).
სასწავლო ხელშეკრულების მოსამზადებლად იხელმძღვანელეთ კურსების კატალოგით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2024 (ლიეტუვის დროით 16:00 საათი).
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
წყარო:ილიაუნი