ლექსოს პრემია მედიაპროფესიონალებისთვის

ადამიანის უფლებათა სახლი, უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის აცხადებს კონკურსს – ლექსოს პრემია.

კონკურსში მონაწილეობის მისაღება შეუძლიათ 18+ ასაკის ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და სხვა მედია პროფესიონალებს.

საკონკურსო აპლიკაციები მიიღება შემდეგი მიმართულებებით:

📍უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟი
📍უფლებადაცვითი სტატია

მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, განსაკუთრებით კი ჟურნალისტები, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, ხშირად ადამიანის უფლებებს იცავენ. ისინი უფლებადამცველები ხდებიან, როდესაც შექმნილი მედია პროდუქტებით იცავენ ადამიანის უფლებებს, ზრდიან საზოგადოების ცნობიერებას ძირითადი უფლებების და თავისუფლებების შესახებ, აშუქებენ უფლებადარღვევებს და უწევენ ადვოკატირებას ადამიანის უფლებების დაცვას.

 

თითოეულ კატეგორიაში ფულადი ჯილდო შეადგენს 2000 ლარს.

 

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 31 ოქტომბერი, 20:00 საათი

 

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ, იხილეთ ბმულზე: