ლატვიის მთავრობის სტიპენდიები

ლატვიის მთავრობა აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურების სტუდენტებისთვის ლატვიის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად.

სტიპენდიის ხანგრძლივობა:

10 თვე – ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის;
11 თვე – დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.

ყოველთვიური სტიპენდია:

500 ევრო – ბაკალავრის საფეხურზე;
600 ევრო – მაგისტრატურის საფეხურზე;
700 ევრო – დოქტორანტურის საფეხურზე.

ლატვიური მხარე გამარჯვებულ სტუდენტებს დაუფინანსებს სასწავლო ხარჯებს, ხოლო ფრენისა და დაზღვევის ხარჯებს ანაზღაურებენ თავად სტუდენტები.

 

დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ასევე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო სკოლაში.

 

განცხადებები მიიღება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან 1-ელ აპრილამდე შემდეგ ბმულზე

 

დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ იხილეთ ბმულზე.

წყარო: ილიაუნი