კურსები ოსლოს უნივერსიტეტში

2025 წლის ზაფხულისთვის ოსლოს უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს პროგრამას “Norway på norsk” – სამკვირიან კურსს ნორვეგიის კულტურისა და ენის შესახებ, რომელიც აერთიანებს ნორვეგიული ენის შესავალ გაკვეთილებს, კულტურულ გამოცდილებასა და ექსკურსიებს ოსლოს სხვადასხვა რეგიონში.

 

კურსი დაიწყება 2025  წლის 30 ივნისს.

 

განაცხადის წარდგენის ვადები: სტიპენდიის მსურველთათვის – 2025 წლის 1 თებერვლამდე, თვითდაფინანსების მსურველთათვის – 1 მარტამდე.

 

დეტალური ინფორმაცია საზაფხულო კურსებისა და სხვა სასწავლო პროგრამების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.uio.no/english/studies/summerschool/

 

წყარო:ილიაუნი

 

დამატებით შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე: iss@admin.uio.no