
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამას.
მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულთა საზოგადოებრივი, ახალგაზრდული და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.
კონკურსში განაცხადის შემოტანის უფლება აქვთ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც უცხოეთში განათლების მიღების მიზნით, ცენტრის საგრანტო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება, სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში დაბრუნდნენ და მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, პროექტის განხორციელებას გეგმავენ.
მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ძირითადი მიმართულებებია: განათლება; ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; ჯანდაცვა; თავდაცვა, უსაფრთხოება; ჰუმანიტარული მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია; საჯარო მმართველობა; სამართალი; მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი.
კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის მაქსიმალურმა ოდენობამ თითოეულ საპროექტო განაცხადზე შეიძლება შეადგინოს 50,000 ლარი – თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში, ხოლო თანადაფინანსების არარსებობის შემთხვევაში – 35,000 ლარი. კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ მოითხოვონ სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, ასევე, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური წყაროები.
მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკონკურსო ვადაში. კერძოდ, 2024 წლის 09 ოქტომბრიდან 2024 წლის 04 ნოემბრის ჩათვლით.
საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება მიმდინარე წლის 21 და 28 ოქტომბერს, 16.00 საათზე, განათლების საერთაშორისო ცენტრში.
დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.