კონკურსი „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“

ინტერნეტ სივრცეში ქართული მეცნიერების პოპულარიზაციისა და ქართველ მეცნიერთა ცნობადობის გაზრდის მიზნით, 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს – „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“.

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მოსწავლეებსაც ექნებათ.

კონკურსი რამდენიმე ნომინაციისგან შედგება და საქართველოს მეცნიერებისა და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლების, სამეცნიერო დარგების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და მათი მიღწევების შესახებ საუკეთესო სტატიების გამოვლენას ითვალისწინებს. სამინისტროს მხარდაჭერით კონკურსს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განახორციელებს.

სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 1 ოქტომბერი. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 10 ნოემბერს.

თითოეულ ნომინაციას სამი გამარჯვებული ეყოლება, რომლებიც ფულად ჯილდოს მიიღებენ:

I ადგილზე გასული – 1000 ლარი
II ადგილზე – 800 ლარი
III ადგილზე გასული – 500 ლარი

 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.