
გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს “ადამიანის უფლებები ყველასათვის”, რომლის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად.
კონკურსის მიზანი
საგრანტო კონკურსის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების მხარდაჭერა სამ ძირითად სფეროში:
-ფუნდამენტური უფლებების, თავისუფლებებისა და სამოქალაქო სივრცის დაცვა.
-უმცირესობების და მოწყვლადი ჯგუფებისთვის თანასწორი უფლებების ხელშეწყობა.
-ადამიანის უფლებების სფეროში ინიციატივების გაძლიერება, განსაკუთრებით უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
-იყოს საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია) და უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის რეგისტრაციის მოწმობა და წესდება.
-ჰქონდეს ადამიანის უფლებებზე მუშაობის გამოცდილება;
-ჰქონდეს შემოთავაზებული განაცხადის შესრულების საკმარისი შესაძლებლობა და მინიმუმ ერთწლიანი საოპერაციო გამოცდილება.
განაცხადის წარდგენის დეტალები
განაცხადის წარსადგენად, შევსებული დოკუმენტები ელექტრონულად უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე nino.jomarjidze@undp.org PDF (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) და Word ფორმატებში. ელექტრონული წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ: “Grants for CSOs”.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 11 მარტი.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.