კონკურსი საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის

ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) აცხადებს კონკურსს ენერგეტიკის საკითხების გაშუქებით დაინტერესებული საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. კონკურსის თემატიკა გულისმოხბს ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემების ანალიზს ოკუპირებული რეგიონების ჭრილში.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

-კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ჟურნალისტებს საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან.

– კონკურსი ღიაა ნებისმიერი მედია საშუალების ჟურნალისტისათვის (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური თუ ონლაინ მედია).
– ჟურნალისტს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 მედია პროდუქტი ნებისმიერ თემაზე (სტატია, რეპორტაჟი, სიუჟეტი, საგამოძიებო სტატია და სხვ.).
– დაშვებულია ჯგუფური ნაშრომების წარმოდგენა.
-თუ ჟურნალისტი წარმოადგენს ჯგუფთან ერთად შემუშავებულ მედია პროდუქტს, მის მიერ ინდივიდუალურად წარმოდგენილი ნაშრომი არ განიხილება

 

გამარჯვებული მედია პროდუქტის ავტორს (ავტორებს) გადაეცემა ჯილდო 1000 ევროს ოდენობით. თითოეულ ქვეყანაში გამოვლინდება 3 გამარჯვებული.

მასალების გამოგზავნის ბოლო ვადა 17:00, 25 დეკემბერი, 2021 წელი.

გამოქვეყნების პერიოდი
საკონკურსო მასალა გამოქვეყნებული უნდა იყოს 2021 წლის 15 ოქტომბრიდან – 2021 წლის 25 დეკემბრამდე შუალედში. გამარჯვებული გამოვლინდება 2022 წლის 15 იანვრამდე.

დეტალები კონკურისის შესახებ  და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე