კონკურსი საგამოძიებო ჟურნალისტიკაში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს კონკურსს საგამოძიებო ჟურნალისტიკაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა უნივერსიტეტის მედია სკოლის სტუდენტს.

კონკურსის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ ცოდნა საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, გაიუმჯობესონ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარები და პრაქტიკაში შეძლონ მიღებული ცოდნის გამოყენება.

კონკურსის ბოლოს გამოვლინდება 3 გამარჯვებული ნამუშევარი, რომლის ავტორებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო.

 

სამუშაო ფორმატი:

I ეტაპი: კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის სავალდებულოა წინასწარ სამუშაო სესიებზე დასწრება, სადაც მომავალ ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიტიკოსები დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან ჟურნალისტური გამოძიებების სხვადასხვა მიმართულებაზე;

II ეტაპი: სტუდენტებმა დათქმულ ვადებსა და წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით უნდა შექმნან საგამოძიებო ჟურნალისტური მასალები (წერილობით ან ვიდეო ფორმატში), რომელსაც განიხილავს ჟიური. ნაშრომი შეიძლება იყოს ინდივიდუალურიც და ჯგუფურიც.

რა საკითხებს შეეხება სამუშაო სესიები?

I სესია: პარტიების დაფინანსება

ლევან ნატროშვილი

II სესია: შესყიდვები

ბესო ნამჩავაძე

III სესია: ღია მონაცემების გამოყენება

სანდრო ქევხიშვილი

IV სესია: როგორ მოვამზადოთ საგამოძიებო ნაშრომი / ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები

ზვიად ქორიძე
 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული ყველა უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტებს.
 

ფინალური ეტაპი

გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან 2021 წლის 10 დეკემბერს, ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.

I ადგილი – 2000 ლარი

II ადგილი – 1500 ლარი

III ადგილი – 1000 ლარი
 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იტოვებს უფლებას გამოავლინოს სამზე ნაკლები გამარჯვებული იმ შემთხვევაში, თუ შემოსული ნამუშევრები არ დააკმაყოფილებს კონკურსის კრიტერიუმებს.
 
ვადები: კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 ოქტომბერი.
 
გამარჯვებული გამოვლინდება 10 დეკემბერს.
 
დაინტერესებულმა სტუდენტებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ შემდეგ ბმულზე