“რადიო თავისუფლება” აცხადებს განაცხადების მიღებას 2022 წლის რეგიონული ჟურნალისტიკის პროგრამისთვის.
რეგიონული ჟურნალისტიკის პროგრამის მიზანია, პროფესიონალურ განვითარებაში დაეხმაროს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პერსპექტიულ ჟურნალისტებს, მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხელშესაწყობად.
პროგრამა 8 თვე გრძელდება, დაახლოებით 2022 წლის 3 იანვრიდან 2022 წლის 31 აგვისტომდე. პროგრამა ითვალისწინებს პრაღაში, რთე/რთ-ის შტაბ-ბინაში სტუმრობას დამატებითი პროფესიონალური განვითარებისათვის.
მონაწილეები პროგრამის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში მიღებენ თვიურ სტიპენდიას ადგილობრივი ხელფასის შკალის მიხედვით; სამუშაო ადგილს რთე/რთ-ის შესაბამის ბიუროში; ასევე მათ გადაუხდიან პრაღაში გამგზავრებისა და საცხოვრებელი ბინის ღირებულებას. გარდა ამისა, საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იქნებიან ის სტიპენდიატები, რომლებსაც ადგილობრივ ბიუროში სხვა ადგილიდან ჩასვლა მოუწევთ.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 10 ოქტომბერი
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.
შეკითხვები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hokuvovaj@rferl.org.