მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსები, ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით აცხადებს მეექვსე ლიტერატურულ კონკურსს ქართველი მწერლებისთვის – „ვწერ მასწავლებლისთვის“.
კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და ასახავდეს მათი დაძლევის გზებს.
კონკურსის სპეციალური ჟიური ათ საუკეთესო მოთხრობას შეარჩევს, რომელთაგან სამი გამარჯვებული გამოვლინდება.
კონკურსის თემაა: “ჩავალ ეზოში, გადავხედავ პატარა ბავშვებს. ცარცით ასფალტზე შემოვხაზავ დიდ კითხვის ნიშანს.” (ზაზა თვარაძე)
საუკეთესო ათეული 2022 წლის 30 სექტემბერს დასახელდება, ხოლო სამი გამარჯვებული მოთხრობა დაჯილდოვდება 7 ოქტომბერს საზეიმო მიღებაზე. ავტორებს გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო კონკურსის მხარდამჭერ ლიბერთი ბანკისგან:
I ადგილი – 1000 ლარი;
II ადგილი – 700 ლარი;
III ადგილი – 500 ლარი.
გამარჯვებულს გადაეცემა კონკურსის სიმბოლო
ათი საუკეთესო მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და მიეძღვნება ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი.
კონკურსში მონაწილეობისთვის მოთხრობები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულად, მისამართზე: mastsavlebeli.ge@gmail.com
მოთხრობის მოცულობა: 5-დან 15 გვერდამდე.
ჟიური განიხილავს მხოლოდ საკონკურსო პერიოდში დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს.
მოთხრობების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 2022 წლის 25 აგვისტო.