კონკურსი ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებზე

განათლების გაცვლის მხარდაჭერის ფონდთან თანამშრომლობით LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი (კლაიპედა, ლიეტუვა) აცხადებს კონკურსს ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებზე სახელმწიფო სტიპენდიების მოსაპოვებლად.

 

სტიპენდიის ფარგლებში:

-საზაფხულო კურსებზე სწავლის საფასურს დაფარავს ლიეტუვის რესპუბლიკა;
-საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურis სტუდენტები, ლექტორები და მკვლევრები მიიღებენ 630 ევროს ოდენობის სტიპენდიას.

პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც:

-ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებზე პირველად შეაქვთ განაცხადი;

 

მშობლიურ უნივერსიტეტში ფორმალურად ან არაფორმალურად სწავლობენ ლიეტუვურ ენას, ისტორიასა და კულტურას (აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით).

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 მარტი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3LYw3fM

წყარო: ილიაუნი