კონკურსი ინოვაციური პროექტებისთვის

გამოცხადდა კონკურსი “Youth4Climate 2025: Call for Solutions” 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ წარადგინონ ინოვაციური პროექტები შემდეგ თემებზე:

 

• მდგრადი ენერგია: ინოვაციები და წვდომა სუფთა ენერგიებთან;
• სურსათი და სოფლის მეურნეობა: კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა;
• კლიმატი და ჯანმრთელობა: კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანთა ჯანმრთელობაზე;
• ციფრული ტექნოლოგიები დედამიწისთვის;
• კლიმატი, მშვიდობა და უსაფრთხოება;
• ბუნება: გარემოსა და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები.

 

პროექტების წარდგენა შესაძლებელია ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ ან პორტუგალიურ ენაზე. თითოეული გამარჯვებული პროექტი 30.000 აშშ დოლარით დაფინანსდება.

განაცხადის წარდგენის ვადაა: 2025 წლის 26 მაისი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: