კონკურსი ზღაპრის პერსონაჟების ილუსტრაციების შესაქმნელად

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალი” აცხადებს კონკურსს ზღაპრის გმირების “ფონიტოს” და “ნემსინოეს” გრაფიკული ილუსტრაციების შესაქმნელად.

 

ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

-ზღაპრის ორი გმირი “ფონიტო” და “ნემსინოე” ვიზუალურად და ხასიათის შტრიხებით უნდა ასახავდნენ “კეთილი ფონიტოს და ნემსინოეს” ზღაპრის პერსონაჟებს (პერსონაჟების აღწერა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში);

– ზღაპრის გმირების წარმოდგენა უნდა მოხდეს გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთი დოკუმენტით (Adobe Photoshop/Adobe Illustrator/3D Programs);

– მნიშვნელოვანია შემოქმედებითი მიდგომის, იმპროვიზაციის გამოყენება ზღაპრის გმირებზე მუშაობისას;

 

საკონუკურსო ნამუშევრებს თავად ბავშვები შეაფასებენ და გამოავლენენ გამარჯვებულს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც ფიზიკურ პირს, ასევე იურიდიულ პირს;

საპრიზო ფონდი: კონკურსის გამარჯვებულ მონაწილეს გადაეცემა 5,000-5,000 ლარი (თითო პერსონაჟის შემთხვევაში).

საკონკურსო პროცესი:

ზღაპრის გმირების გრაფიკული ილუსტრაციები უნდა წარმოადგინოთ 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: contest@evex.ge. გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ: “ზღაპრის პერსონაჟები”

ფიზიკური პირის შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV, სადაც მითითებული იქნება საკონტაქტო ინფორმაციაც;

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ ნებისმიერ დროს: contest@evex.ge

 

Copy link
Powered by Social Snap