კონკურსი ევრაზიის სასტიპენდიო პროგრამაზე

JACAFA Foundation და The Nippon Foundation  ევრაზიის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის აცხადებს სტიპენდიებს.

სტიპენდიის ხანგრძლივობა ორი წელია, ხოლო მოცულობა – 110 დოლარი თვეში.

მონაწილეობის წინაპირობები:

-კანდიდატს უნდა ჰქონდეს GPA მინიმუმ 3.0 ან მისი ეკვივალენტი;
-ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი ცნობა;
-კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე არა უმეტეს 23 წლისა;
-კანდიდატი უნდა ირიცხებოდეს უმაღლესი სასწავლებლის მეორე კურსზე, როგორც აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
სტიპენდიისათვის შემოთავაზებული მიმართულებები: სოციალური მეცნიერებები, კომპიუტერული ინჟინერია, IT ინჟინერია

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 15 აპრილი

კანდიდატებს განაცხადისა და ინტერვიუს საფუძველზე შეარჩევს “JACAFA Foundation“. შერჩევის საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის ივლისის ბოლოს.

 

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ სტიპენდიები.