თანამედროვე დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „თანამედროვე დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა.“
კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 30 000 ლარს და მისი მიზანია: დრამატურგთა მოტივაციის ამაღლება, პოპულარიზაცია და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; ახალი ქართული პიესების შექმნისა და უცხოური დრამატურგიის ნიმუშების ქართულ ენაზე თარგმნის მხარდაჭერა; საქართველოს თეატრების რეპერტუარის შევსება, განახლება და გამრავალფეროვნება და თანამედროვე სათეატრო პროცესის გააქტიურება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი საქმიანობის გამოცდილება.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 24 სექტემბრიდან 2021 წლის 4 ოქტომბრის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.
კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 599 14 32 48.
შენიშვნა: მიმდინარე წლის 3 ივნისის შემდეგ სამინისტროში შემოტანილი საკონკურსო დოკუმენტაცია განიხილება შესაბამისი კონკურსის ფარგლებში და არ საჭიროებს განაცხადის განმეორებით წარმოდგენას.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
ბრძანება და კონკურსის წესი – https://cutt.ly/Wn0DHjl
ფორმულარები – https://cutt.ly/rn0DR2o
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/WExVNne