კონკურსი ბლოგერებისთვის

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აცხადებს ბლოგერების შესარჩევ კონკურსს. ბლოგერების შესარჩევი კონკურსი ცხადდება ღია საზოგადოების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “შრომითი უფლებების დაცვის ადვოკატირება საჯარო სამსახურში”, რომელსაც ორგანიზაცია 2023 წლის იანვრიდან 2023 წლის ივლისამდე ახორციელებს.

 

პროექტის მიზანია საჯარო სამსახურში შრომითი უფლებების დაცვის ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება საჯარო მოსამსახურეებსა და ფართო საზოგადოებაში.

 

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საინფორმაციო და ანალიტიკური სტატიების/ბლოგების მომზადება. პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი საინფორმაციო და ანალიტიკური სტატიების თემებია:

 

** საჯარო სამსახურში მიღებისა და გათავისუფლებებისას სამართლებრივი რეგულირება და პრაქტიკა;
** შრომითი უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები საჯარო სამსახურში;
** შრომითი უფლებების დაცვის არსებული ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა საჯარო სამსახურში;
** შრომის ანაზღაურების სამართლებრივი რეგულირება და არსებული პრაქტიკა საჯარო სამსახურში;
** სოციალური დაცვის პოლიტიკა და გარანტიები საჯარო სამსახურში (უმუშევრობის დაზღვევა; სოციალური დახმარება, მინიმალური ხელფასი, საპენსიო უზრუნველყოფა და სხვ.).
** მომზადებული ნაშრომები სასურველია წარმოდგენილი იყოს საუკეთესო საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკა/მაგალითები შერჩეულ თემასთან დაკავშირებით.

 

პროექტის ვადები:

** პროექტის ფარგლებში უნდა შეირჩეს 5 ბლოგერი და თითოეულმა მოამზადოს 2 ანალიტიკური სტატია;
** სამუშაო ფორმატი – დისტანციური.

 

უნარ-ჩვევები

** ანალიტიკური ნაშრომის მომზადების უნარი;
** მაღალი შრომის დისციპლინა;
** შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ეფექტურად გამოყენების უნარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

** ავტობიოგრაფია/СV;
** თქვენს მიერ მომზადებული საინფორმაციო და ანალიტიკური ნაშრომი;
** თქვენთვის საინტერესო ორი თემის დასახელება;

 

კონკურსის ეტაპები

** წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
** ორგანიზაცია იტოვებს უფლებას კონკურსანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა ან დამატებითი გასაუბრება.
** განაცხადის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

 

კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მოთხოვნილი ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: anitabidze@gyla.ge2023 წლის 3 თებერვალი 18:00 საათამდე.

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.