კონკურსი ახალგაზრდა ბლოგერებისთვის

მედიის განვითარების ფონდი (MDF) აცხადებს კონკურსს 2021 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენად.კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარება და გაცნობიერებული მედიამოხმარების ხელშეწყობა. წლევანდელი გამარჯვებული ბლოგებისა და ვლოგების კონკურსის მეშვეობით გამოვლინდება.
 
თუ გინდა მოიპოვო 2021 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის ტიტული და ხარ 17-დან 25 წლამდე:

 

მოამზადე ბლოგი ან ვლოგი (ვიდეო ბლოგი) ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ თემაზე:

 

– როგორ გავარღვიო საინფორმაციო ბუშტი, ვიპოვო სანდო მედია და გადავამოწმო ინფორმაცია?

– ვინ დგას საზიანო ინფორმაციის უკან – ვინ ადგენს მედიის დღის წესრიგს?

– ჰიბრიდული ომი და უცხო ქვეყნის ინფორმაციული ოპერაციები;

– კრიტიკული აზროვნება ქართულ ან მსოფლიო კლასიკურ ლიტერატურაში.

 

კონკურსი საუკეთესო შედეგის მქონე 3 გამარჯვებულს გამოავლენს:
 
-საუკეთესო შეფასების მქონე მონაწილე 2021 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის ჯილდოს და “მითების დეტექტორის” რედაქციაში ერთთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის;

-მე-2 ადგილზე გასული კი – on.ge-ს რედაქციაში.

-მე-3 ადგილზე გასული საჩუქრად წიგნების ვაუჩერს მიიღებს.

 

კონკურსის ფარგლებში მიიღება:

– 2021 წელს გამოქვეყნებული ან გამოუქვეყნებელი ბლოგები

– 2021 წელს გამოქვეყნებული ან გამოუქვეყნებელი ვლოგები

ფორმატები

ბლოგები

– უნდა გამოქვეყნდეს ავტორის ბლოგზე ან Facebook Note-ის სახით და ბმული გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტით. ასევე შესაძლებელია, ვორდის ფაილის სახით გამოგზავნა ელ. ფოსტით

ვლოგები
– ხანგრძლივობა 10-15 წუთი

 

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 12 ოქტომბერი

 

MDF-ის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე: info@mdfgeorgia.ge
წერილის საგანში მიუთითე “ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა 2021”.
 
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.

Copy link
Powered by Social Snap