კონკურსი აბიტურიენტებისთვის გრანტის მოსაპოვებლად

თავისუფალი უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის აცხადებს თავისუფალი აზროვნების კონკურსს. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს მომავალი სტუდენტების ანალიზური, კრიტიკული, ლოგიკური მსჯელობის უნარი და რაც მთავარია, გასაქანი მისცეს მათ თავისუფალ აზროვნებას.

 

კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან.  თითოეულ ეტაპზე კონკურსანტებს დაესახებათ ამოცანა ან დაესმებათ კითხვა, რომელთაც მონაწილეებმა წერილობით უნდა გასცენ პასუხი. ყოველ ეტაპზე დასმული საკითხი უფრო გართულდება და მონაწილეების უფრო მეტი უნარის გამოვლენას მოითხოვს. კონკურსის პირობებით არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხი, არსებობს მხოლოდ მსჯელობის თქვენ მიერ არჩეული გზა.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული:

I პირველი ადგილი – 2500 ლარიანი გრანტი

II მეორე ადგილი – 1500 ლარიანი გრანტი

III მესამე ადგილი – 1000 ლარიანი გრანტი

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 26 თებერვალი , 2025 წელი

 

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული.