ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა – აიესაი აცხადებს კომიქსების კონკურსს თემაზე: ,,ხელოვნებაში ასახული ქართული რეალობა’’.
თუ ხარ 15-29 წლამდე ასაკის და შეგიძლია ხატვა ან ფლობ გრაფიკულ დიზაინს, თვლი რომ შენს შემოქმედებას შეუძლია გადმოსცეს მნიშვნელოვანი სათქმელი, გამოიყენე შენი რესურსები კონკურენტუნარიან გარემოში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის, საზოგადოებისათვის შენთვის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გასაზიარებლად და მის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
-მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს გრაფიკულ ფორმატში ან ფურცელზე დახატული ილუსტრაციები, რომლებიც ასახავს მათ ქართულ ყოველდღიურ რეალობას.
-კომიქსის გვერდების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს
-კომიქსის სატიტულო გვერდზე უნდა იყოს დატანილი მონაწილის სახელი და გვარი
-ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ ელემენტებს
-პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას მოხსნან კონკურსანტი კონკურსიდან
-თუკი ილუსტრაცია მოიცავს ტექსტს, ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე
მონაწილეებს შეუძლიათ კომიქსი წარადგინონ შემდეგ თემატიკაზე:
1. თანასწორობა
2. ბულინგი
3. პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები
4. ოკუპაცია
გარდა ზემოაღნიშნული თემებისა, კონკურსანტს შეუძლია დამოუკიდებლად შეარჩიოს კომიქსის თემატიკა.
ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმები:
📌კონკურსის თემასთან შესაბამისობა
📌ორიგინალურობა
📌აღქმადობა ფართო აუდიტორიისთვის
📌შინაარსის მხრივ ინფორმატიულობის ხარისხი
📌ნამუშევრის ხარისხი
გრაფიკული ფორმით გადმოგზავნის შემთხვევაში კომიქსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• ფორმატი – PDF
• ზომა – A2
• უნდა მოიცავდეს არაუმეტეს 10 კადრისა
ღონისძიება მოიცავს 2 ეტაპს:
I. ეტაპი – აპლიკაციების მიღება
მონაწილეობის მსურველებმა უნდა დახატონ (ფიზიკურად ან გრაფიკულად) და გამოაგზავნონ ერთი კომიქსი თემაზე „ხელოვნებაში ასახული ქართული რეალობა“ რომელშიც მონაწილე გადმოსცემს მის ყოველდღიურობაში არსებულ ერთ პრობლემას.
მონაწილემ ნამუშევარი უნდა გადმოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე(subject ველში თან დაურთეთ სახელი, გვარი, მობილურის ნომერი) :
II. ეტაპი
პროექტის დასკვნითი ეტაპზე მოწვეული კომპეტენტური ჟიურის მეშვეობით გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
კონკურსში მონაწილეობის მიღება სრულიად უფასოა. თითოეული მონაწილე მიიღებს სერთიფიკატს ხოლო გამარჯვებული სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორს გადაეცემათ პრიზები.
კონკურსის ფინალურ ეტაპზე სპეციალურად მოწვეული ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს (1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილის მფლობელი მონაწილეები) , რომლებსაც გადაეცემათ IT Academy Step Georgias-სგან 3D გრაფიკული დიზაინის კურსის ვაუჩერები
1-ლი ადგილი – 350 ლარიანი ვაუჩერი
მე-2 ადგილი – 250 ლარიანი ვაუჩერი
3 ადგილი – 150 ლარიანი ვაუჩერი
დაინტერესებულმა პირებმა 14 მაისამდე უნდა გამოაგზავნონ კომიქსები მითითებულ მეილზე: comicscompetition@isie.ge
პროექტის დასკვნითი ეტაპი გაიმართება 17 მაისს ზუმის პლატორფმის საშუალებით, სადაც მოეწყობა მეორე ეტაპზე გადასული მონაწილეების ნაშრომების გამოფენა, აგრეთვე მონაწილეებმა უნდა მოახდინონ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: m.rubashvili@isie.ge