კვლევითი სასტიპენდიო პროგრამები გერმანიაში

ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდი ყოველწლიურად აფინანსებს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს და სპონსორობას უწევს როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილ მეცნიერებს. სტიპენდია მოიცავს კვლევით ვიზიტს გერმანიაში 6-დან 24 თვემდე პერიოდით. 2021 წლისთვის სტიპენდიები გაიცემა შემდეგი პროგრამების ფარგლებში:

 

  1. ჰუმბოლდტის კვლევითი სტიპენდია მეცნიერთათვის და პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის
  2. ეორგ ფორსტერის კვლევითი სტიპენდია მეცნიერთათვის და პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის
  3. ფეოდორ ლინენის კვლევითი სტიპენდია მეცნიერთათვის და პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის 

 

ზემოთჩამოთვლილი პროგრამების განაცხადების განხილვაზე პასუხისმგებელი შესარჩევი კომისია იკრიბება ყოველი წლის თებერვალში, ივნისსა და ოქტომბერში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

Copy link
Powered by Social Snap