კატარის უნივერსიტეტის სტიპენდიები

2025-2026 სასწავლო წლისთვის კატარის უნივერსიტეტი გამოყოფს ორ სტიპენდიას ქართველი სტუდენტებისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე Arabic Program for Non-Native Speakers.

 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

-უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
-18-დან 40 წლამდე;
-გასული წლების განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული სტიპენდია ამავე პროგრამაზე Arabic Program for Non-native Speakers სასწავლებლად;
-საბაზისო დონეზე მაინც (Modern Standard Arabic) უნდა ფლობდეს არაბულ ენას;
-უნდა შეეძლოს კომუნიკაცია სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ინგლისურად ან არაბულად.

 

პროგრამაზე სწავლის მსურველთა განაცხადები მიიღება  2025 წლის 20 თებერვლამდე

ელექტრონულ მისამართზე: internationalstudents@qu.edu.qa

წყარო:ილიაუნი