სამაგისტრო სტიპენდიები იტალიაში

კატანიის უნივერსიტეტში დაიწყო ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქე სტუდენტების ჩარიცხვა, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება 2022/2023 აკადემიურ წელს სამაგისტრო პროგრამის შემდეგ ინგლისურენოვან კურსებზე:
– ელექტრული ინჟინერია;
– ავტომატიზაციის ინჟინერია;
– ქიმიური ინჟინერია;
– ელექტრონული ინჟინერია;
– მექანიკური ინჟინერია;
– კომუნიკაციების ინჟინერია;
– ფიზიკა;
– გლობალური პოლიტიკა;
– მონაცემთა მეცნიერება.

 

თითოეული კურსის საუკეთესო ხუთი სტუდენტისთვის გამოყოფილია ხუთი სტიპენდია, რომლის ოდენობა წლიურად 2000 ევროს შეადგენს.
 

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 10 თებერვლიდან 18 მარტამდე ვებ-პორტალის https://studenti.smartedu.unict.it/ მეშვეობით.

 
კონკურსის პირობები (იტალიურ ენაზე) იხილეთ ბმულზე.
კონკურსის პირობები (ინგლისურ ენაზე) იხილეთ ბმულზე.

 
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.unict.it/…/