კალიგრაფიის კონკურსი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, „დედაენის დღესთან“ დაკავშირებით აცხადებს კალიგრაფიის კონკურსს, რომლის მიზანია ქართული დამწერლობისა და კალიგრაფიის პოპულარიზაცია, მოზარდი თაობის შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებს, ასევე, უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კონკურსანტს შეუძლია აირჩიოს ქვემოთ შემოთავაზებული ორი დავალებიდან ერთ-ერთი ან ორივე დავალება:

1.ხატე ქართულად (ქართული ანბანის რომელიმე ასოს დახატვა);
2.მცირე ზომის ტექსტის კალიგრაფიულად შესრულება

 

კონკურსანტებმა, ამ ორი კატეგორიიდან შერჩეული და შესრულებული ნამუშევრების სკანირებული ასლები, 2025  წლის 14 აპრილამდე უნდა გამოაგზავნონ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე: diaspora@mfa.gov.ge

 

კონკურსის წესების დეტალურად სანახავად იხილეთ ინსტრუქცია (დააჭირეთ აქ).

 

წარმოდგენილ ნამუშევარს უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ქვეყანა, ქალაქი, ასაკი, საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი). საკვირაო სკოლის მოსწავლეებისათვის, დამატებით: საკვირაო სკოლის დასახელება, პედაგოგის სახელი, გვარი და საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი).

 

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან დიასპორის დღის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმზე, რომელიც ა.წ. 27 მაისს, ქ. თბილისში გაიმართება.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: diaspora@mfa.gov.ge