ინოვაციური მწვანე იდეების კონკურსი – 10.000 ევრო

სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ტარდება კონკურსი „მწვანე ინოვაცია“ გარემოს დაცვის თემებზე ECOserve Programms-ის ფარგლებში. მონაწილეობა შესაძლებელია 2021 წლის 19 აპრილამდე.

გამარჯვებულები მიიღებენ 10.000 ევრომდე ოდენობის დაფინანსებას მათი იდეების განხორციელებისათვის.

კონკურსის მიზანია COVID-19-ით გამოვლენილი ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული გამოწვევების დადგენა და მწვანე და ინოვაციური გადაწყვეტილებების მოძებნა.

 

დეტალები კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.