ილუსტრაციების კონკურსი – “ომის მეხსიერება ქალაქში”

აცხადებს ილუსტრაციების კონკურსს თემაზე – “ომის მეხსიერება ქალაქში”. კონკურსის მიზანია 2008 წლის ომთან დაკავშირებით, შიდა ქართლში, ახალგაზრდა თაობის მეხსიერებისა და ემოციების გაზიარების საშუალებით, ზოგადი ცნობიერების ამაღლება. გამარჯვებული ილუსტრაციის საფუძველზე შეიქმნება გრაფიტი, რომელიც განთავსდება ქალაქ გორში.

 

ილუსტრაციის თემატიკა:

საკონკურსო ნამუშევარი უნდა ეხებოდეს 2008 წლის ომის თემატიკასა და მეხსიერებას. ნამუშავარი შესაძლოა ასახავდეს მოგონებებს, სოლიდარობის მაგალითებს ადგილობრივებს შორის, მოსახლეობის გადაადგილებას და მსგავსი შინაარსის სხვა თემებს. ილუსტრაცია უნდა იყოს ორიგინალური, მარტივად აღქმადი და ინფორმატიული.

 

ფორმა: გრაფიკული დიზაინი, სკეტჩი, ნახატი, კომიქსი

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:

-მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს ერთი ან რამდენიმე ილუსტრაცია 2008 წლის ომის თემაზე.

-ნამუშევრები უნდა იყოს შესრულებული ვერტიკალურ ფორმატში (4×6).

-კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ გორში ან გორის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს (მოსწავლე/სტუდენტი/ახალი კურსდამთავრებული).

-ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს ძალადობის აღმნიშვნელ და შეურაცხმყოფელ ელემენტებს;

-პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, მოხსნან კონკურსანტი კონკურსიდან;

-ფაილი გამოგზავნილი უნდა იყოს JPG ფორმატში;

-ფაილი უნდა იყოს გარჩევადობის მაღალი ხარისხით;

 

 

თუკი ილუსტრაცია მოიცავს ტექსტებს, ტექსტი უნდა იყოს ქართულ ან ქართულ და ინგლისურ ენაზე;

-კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, როგორც პროფესიონალს, ასევე მოყვარულს;

 

საკონკურსო პრიზები:

კონკურსის ორი შერჩეული ილუსტრაციის ავტორი მიიღებს ჯილდოს ₾600 და ₾400 ლარის ოდენობით. პირველ ადგილზე გასული კონკურსანტის მიერ შექმნილი ილუსტრაცია კი განთავსდება ქალაქ გორში, გრაფიტის სახით.

 ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 ივლისი.

 

📌 კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ გორში ან გორის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს.

 

ვრცლად იხილეთ ბმულზე