ილონ მასკმა 100 მილიონიანი კონკურსი გამოაცხადა

SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ფონდი  XPrize  აცხადებს  $100 მილიონი საპრიზო ფონდის მქონე კონკურსს.

კონკურსი გლობალური კლიმატის ცვლილებას შეეხება. მისი მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ისეთი ნოვატორების მოზიდვაა, რომლებსაც ატმოსფეროსა და ოკეანეებიდან ნახშირორჟანგის გამოდევნის და მისი გარდაქმნის ფართომასშტაბიან პროექტებზე მუშაობის სურვილი აქვთ.

 

კონკურსი 4 წლიანია. პირველ ეტაპზე აპლიკანტმა გუნდებმა პროექტები უნდა წარმოადგინონ და დაასაბუთონ რომ მათ წელიწადში, ატმოსფეროდან და ოკეანეებიდან 1000 ტონა ნახშირორჟანგის გამოდევნა და მისი უსაფრთხოდ შენახვა შეუძლიათ. მეორე ეტაპზე განიხილება ის, თუ რამდენად ქმედითუნარიანია პროექტი და შეძლებს თუ არა იგი წლიურად მილიონ ტონა „სათბურ აირთან“ გამკლავებას.

 

კონკურსის პირველ წელს ჟიურის წევრები 15 საუკეთესო აპლიკანტს გამოავლენენ, რომლებსაც ერთი მილიონი დოლარი გადაეცემათ. 4 წლის შემდეგ კი კომისის ერთ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც 50 მილიონ დოლარს მიიღებს.

 

კონკურსის ვადები:

 

-სტუდენტური დაჯილდოების რეგისტრაცია დაიხურება  2021 წლის 20 ოქტომბერს
– Milestone Awards– ზე  რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2021 წლის 1 დეკემბერი
– დიდი პრიზზე რეგისტრაცია დასრულდება 2023 წლის 1 დეკემბერს

 

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.