
ორბელიანის ფონდი აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს – “იდეების კონკურსი”. კონკურსის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს სამოქალაქო აქტივიზმი და დაამკვიდროს სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) კულტურა საზოგადოებაში.
“იდეების კონკურსი” 2022 წლიდან ყოველწლიურად იმართება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამ ეტაპისთვის საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა 92 ინიციატივა საქართველოს 36 მუნიციპალიტეტში.
კონკურსის პირობები:
კონკურსში გამარჯვებული ინიციატივები დაიწყებენ სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) კამპანიებს orbelianimeti.ge-ზე, სადაც მოქალაქეების შემოწირულობებით შეაგროვებენ მათი პროექტის სამიზნე თანხის 30%-ს.
პროექტის სამიზნე თანხის 30%-ის წარმატებით შეგროვების შემთხვევაში, ინიციატივა დარჩენილ 70%-ს მიიღებს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამისგან.
თითოეული ინიციატივისთვის გასაცემი საგრანტო თანხა (70%) წარმოადგენს 3500 აშშ დოლარს.
იდეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ფიზიკურ პირებს (გაითვალისწინეთ, რომ იდეის ავტორი უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის), საინიციატივო ჯგუფებს, ორგანიზაციებს.
შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ იდეის ავტორების ინიციატივებს, რომლებიც პირველად იღებენ კონკურსში მონაწილეობას.
იდეების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2025 წლის, 28 თებერვალი
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.