იდეების კონკურსი ფინანსური განათლების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პორტალი ფინედუ, საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით აცხადებს ფინანსური განათლების შესახებ იდეების კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობა 15-დან 26 წლამდე პირებს შეუძლიათ. კონკურსის მიზანი ახალგაზრდების ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესება და მათი ჩართულობის გაზრდაა. მონაწილეებმა ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ცნობადობის გაზრდის მიზნით ინოვაციური პროექტები და იდეები უნდა წარადგინონ.

დაინტერესებულ პირებს იდეების/პროექტების გამოგზავნა შეუძლიათ 2021 წლის  17 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხოლო ღონისძიების დასკვნითი ნაწილი 2021 წლის 12 აგვისტოს გაიმართება.

კონკურსის ჟიური სამ გამარჯვებულ პროექტს/იდეას გამოავლენს, რომელთა ავტორებსაც, პარტნიორი ორგანიზაციებისგან, ფულადი პრიზები გადაეცემათ.

გამოვლენილი 3 გამარჯვებულიდან თითოეულს გადაეცემა ფულადი პრიზი 1000 ლარის ოდენობით. გამარჯვებულებს ინდივიდუალურად დააჯილდოებენ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალი“, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევრო კრედიტი“ და სს „კრედო ბანკი“.

დამატებით, სამივე გამარჯვებულს სს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ გადასცემს ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა – YES Georgia-ს ვაუჩერს.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ და კონკურსის პირობები იხილეთ ბმულზე.