იაპონიის საელჩოს საგრანტო კონკურსი – 70 000$

იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა (GGP) იწყებს განაცხადების მიღებას.
პროგრამის მიზანია, ადამიანის ძირითადი საჭიროებების უზრუნველყოფით, საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და უსაფრთხოების გაძლიერება. საგრანტო პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა.

 

განაცხადები მიიღება 2021 წლის 15 აგვისტომდე.

 
გრანტის მოცულობა: დაახლოებით 70,000 აშშ დოლარი. პროექტის ხანგრძლივობა 1 წელი
 
როგორი სახის საქმიანობა დაფინანსდება?
• შენობის აშენება/რეაბილიტაცია
• მსხვილი ტექნიკის შეძენა
 
არ ფინანსდება:
• ხელფასები
• დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ)
• მიმდინარე ხარჯები (კომუნალური, ადმინისტრაციული, და ა.შ.)
• ერთჯერადი საქმიანობა (მაგ. ტრენინგები, და ა.შ.)
 
ვის შეუძლია შემოიტანოს განაცხადი?
• არასამთავრობო ორგანიზაცია
• სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები
• ადგილობრივი თვითმმართველობა
 
დეტალური ინფორმაცია წესებისა და კრიტერიუმების შესახებ, ასევე, სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე
დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით: grassroot2@tb.mofa.go.jp