
იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრო MEXT აცხადებს აპლიკაციების მიღებას იაპონური ენის შემსწავლელ პროგრამაზე. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს ერთი წლის განმავლობაში ისწავლონ იაპონურ უნივერსიტეტებში.
მოთხოვნები:
აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1995 წლის 2 აპრილიდან 2007 წლის 1 აპრილამდე და ირიცხებოდეს იაპონიის ფარგლებს გარეთ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურზე, სწავლობდეს იაპონურ ენასა და კულტურასთან დაკავშირებულ დარგს.
მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი და საქართველოში იაპონიის საელჩოს ვებგვერდი.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადა: 7 თებერვალი, 2025 წელი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.