თურქეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის აცხადებს თურქული ენის 8-თვიან სასტიპენდიო პროგრამას (KATIP).
KATIP – თურქული ენის ყოვლისმომცველი სასტიპენდიო პროგრამაა უცხოელი საჯარო მოხელეებისთვის, დიპლომატებისთვის, აკადემიკოსებისა და მკვლევრებისთვის, რომლებსაც სურთ თურქული ენის სწავლა და თურქეთის გაცნობა. პროგრამა მიზნად ისახავს საკომუნიკაციო ქსელების შექმნის ხელშეწყობას თურქეთსა და მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.
კონკურსის პირობები:
-უნდა იყოს 40 წლამდე;
-აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
-არ უნდა ცხოვრობდეს თურქეთში;
-არ უნდა სარგებლობდეს სხვა თურქული სასტიპენდიო პროგრამებით;
-საჯარო მოხელეებისთვის: მონაწილე უნდა მუშაობდეს შესაბამის დაწესებულებაში მინიმუმ 3 წლის განმავლობაში და სასურველია ჰქონდეს მაგისტრის/დოქტორის ხარისხი.
აკადემიკოსებისა და მკვლევარებისთვის: მონაწილე დასაქმებული უნდა იყოს უნივერსიტეტში/კვლევით ცენტრში და სასურველია ჰქონდეს მაგისტრის/დოქტორის ხარისხი
სტიპენდია მოიცავს თურქულ ენაზე სწავლის, ორმხრივი ავიაბილეთის, საცხოვრებლისა და პროგრამის განმავლობაში ყველა მოგზაურობისა და კულტურული აქტივობის ხარჯებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 16 აგვისტო, 2024