ზურაბ ჟვანიას ფონდი აცხადებს კონკურსს 2020 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად. პრემია ენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდებს, შემდეგ ნომინაციებში:
– თეატრალური ხელოვნება
– კინოხელოვნება
– მხატვრული ლიტერატურა (პროზა)
– მხატვრული ლიტერატურა (პოეზია)
– მუსიკალური ხელოვნება
– სახვითი ხელოვნება
– ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
– ჰუმანიტარული მეცნიერებები
„წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და ფულადი პრემიით.
განაცხადებები მიიღება 2020 წლის 21 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით მითითებულ ელ. ფოსტაზე tsinandlispremia@yahoo.com
დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო აპლიკაცია იხილეთ ბმულზე