ზურაბ ჟვანიას ფონდი აცხადებს კონკურსს 2022 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად. პრემია ენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდებს, შემდეგ ნომინაციებში:
⦿ თეატრალური ხელოვნება
⦿ კინოხელოვნება
⦿ მხატვრული ლიტერატურა (პროზა)
⦿ მხატვრული ლიტერატურა (პოეზია)
⦿ მუსიკალური ხელოვნება
⦿ სახვითი ხელოვნება
⦿ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები
საკონკურსო განაცხადების მიღების წესი:
განცხადებები მიიღება 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, როგორც ელექტრონულად ელ. ფოსტის საშუალებით
📧 tsinandlispremia@yahoo.com, ისე მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: ზურაბ ჟვანიას ფონდი, ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N18, ბ-25;
„წინანდლის პრემიის” დებულება, დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო აპლიკაცია იხილეთ ბმულზე.
„წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და ფულადი პრემიით;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
tsinandlispremia@yahoo.com
(+995 32) 2 30 74 96
www.zurabzhvania.ge