ესეების კონკურსი XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის

“ევროპის უნივერსიტეტი” მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლების XI-XII კლასელი მოსწავლეებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე “განათლებისა და წიგნიერების როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის ჩამოყალიბების პროცესში“.

 

2025 წლის 23 თებერვალს, 14:00 საათზე, კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა შექმნან ესე სპეციალურად შერჩეულ თემაზე. ესეს თეზისი მონაწილეებისთვის ოლიმპიადის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გახდება ცნობილი.

ოლიმპიადა აღმოსავლეთისა და დასავლეთის სკოლებისთვის ორ ლოკაციაზე პარალელურად ჩატარდება:

-თბილისი – „ევროპის უნივერსიტეტი“, გურამიშვილის გამზირი N76
-ქუთაისი – „ქუთაისის უნივერსიტეტი“, წერეთლის ქუჩა N13

 

I, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს “ევროპის უნივერსიტეტი“ პრიზებით დააჯილდოებს.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე არაუგვიანეს 2025 წლის 20 თებერვლისა: https://forms.gle/mM8hpGocVroqByXFA

ვრცლად: https://eu.edu.ge/eseebis-konkursi-moswavleebistvis/