ესეების კონკურსი მოსწავლეებისათვის

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს ესსეების კონკურსს მოსწავლეებისათვის „ტყის მდგრადი მართვა ჩემ გარშემო“.

👫 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს მთელი საქართველოდან, რომლებიც დაინტერესებული არიან ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის საკითხებით და ჩართული არიან გარემოსდაცვითი განათლების მიღებისა თუ გავრცელების პროცესში.

👉 კონკურსი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ პროექტის ფარგლებში, და მიზნად ისახავს მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ტყის მდგრადი მართვის, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

🙌 საკონკურსო ნამუშევრის თემატიკა:

➡️ პირადი გამოცდილება და მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა;
➡️ თითოეული მოქალაქის წვლილის საჭიროება და ვალდებულება ტყის დაცვის მიმართულებით;
➡️ ტყის რესურსების სწორად მიღებისა და გამოყენების შესაძლებლობები საზოგადოებისთვის;
➡️ ტყეზე ზეწოლის შემცირების გზები და ინდივიდუალური წვლილი;
➡️ ალტერნატიული საწვავი და ენერგოეფექტური ღუმელი (ბრიკეტი, პელეტი, ნამჯა, და ა.შ), როგორც ტყის შეშად გამოყენების შემცირების გზა.

📋 საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია 30 სექტემბრამდე ელ-ფოსტაზე – info@eiec.gov.ge;

კონკურსის შესახებ საკონტაქტო პირია ნათია ბლიაძე (ელ. ფოსტა: Natela.bliadze@eiec.gov.ge ტელ: 598 21 82 85).

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს