ესეების კონკურსი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, საგარეო პოლიტიკის საბჭო აცხადებს ესეების კონკურსს – POLUS Essay Competition 2020.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 18-დან 30 წლამდე. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ POLUS Essay Competition 2020 თემატურად მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობებს, ისტორიასა და ლიტერატურას, მისასალმებელია ამ დარგებით დაინტერესებულ ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობას.

საკონკურსო კომისია ესეებს მიიღებს შემდეგ თემებზე:

  1. პოლონეთის III რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში: მიზნები, მიღწევები და გამოწვევები;
  2. პოლონეთის II რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში 1918-1921 წლებში;
  3. პოლონური ლიტერატურის როლი პოლონური ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საქმეში 1795-1831 წლებში;
  4. პოლონურ-ბოლშევიკური ომი 1919-1920: პოლონეთის სამხედრო გამარჯვების სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპისათვის.

ესე უნდა შედგებოდეს მინიმუმ 2000 სიტყვისგან და არ უნდა აღემატებოდეს 2500-ს.

ესეების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 31 ოქტომბერი, 2020 წელი

e-mail: foreignpolicycouncil@aol.com

გთხოვთ, შეტყობინების სათაურში მიუთითოთ POLUS Essay Competition 2020.

საკონკურსო კომისია გამოავლენს 3 გამარჯვებულს:

  • I ადგილი: 1000 ლარი
  • II ადგილი: 500 ლარი
  • III ადგილი: 300 ლარი

დამათებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს