ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს ყოველწლიურ კონკურსს Hubert H. Humphrey სტიპენდიის მოსაპოვებლად. პროგრამა განკუთვნილია გამოცდილი ახალგაზრდა და საშუალო კარიერის საფეხურზე მყოფი ლიდერებისათვის. პროგრამა ერთწლიანია და მომავალ ლიდერებს აძლევს შესაძლებლობას გაიზიარონ ამერიკული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით.
სწავლა შესაძლებელია ამერიკული მხარის მიერ შერჩეულ 13 კამპუსში. სტიპენდიით ასევე გათვალისწინებულია პროფესიული ვიზიტები, ტრენინგები და კონფერენციები.
გადადით ბმულზე და იხილეთ სწავლების მიმართულებების ჩამონათვალი.
სასტიპენდიო პროგრამა ანაზღაურებს საერთაშორისო მგზავრობის, სასწავლო გადასახადისა და აშშ–ს უმაღლეს სასწავლებელში ყოფნასთან დაკავშირებულ სხვა აუცილებელ ხარჯებს, უბედურ შემთხვევათა და ჯანმრთელობის დაზღვევას, ყოველთვიურ გადასახადს არსებობისათვის აუცილებელი მოთხოვნილებებისათვის, აგრეთვე წიგნების შეძენისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო თანხებს.
დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა: 26 ივლისი 2021 წელი
დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.