
ევროპული თანამშრომლობის პროექტების საგრანტო კონკურსი. საგრანტო კონკურსი დააფინანსებს ფართო სპექტრის პროექტებს, რომლებიც მოიცავს როგორც სახელოვნებო ორგანიზაციებს, ასევე კულტურის სექტორის სხვადასხვა დარგების ინსტიტუციებს.
საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 60 მლნ. ევროს და ხელს შეუწყობს ისეთ პროექტებს, რომლებიც მოიაზრებენ თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის და ევროპული კონტენტის მიმოქცევას როგორც ევროპაში, ასევე მის საზღვრებს მიღმა. კონკურსი ასევე ხელს შეუწყობს, ახალი ინოვაციური პროექტების შექმნას და გავრცელებას.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 130 პროექტი
კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა: 13 მაისი, 2025 წელი
დამატებითი ინფორმაცია საგრანტო პროექტების შესახებ იხილეთ ბმულზე.