ევროკომისიამ დოქტორანტებისთვის 435 მლნ ევროს კონკურსი გამოაცხადა

მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) სადოქტორო ქსელების ფარგლებში, ევროკომისიამ 2023 წლისთვის ახალი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ყველა სამეცნიერო სფეროს 130-ზე მეტ სადოქტორო პროგრამას დააფინანსებს და 1,600 დოქტორანტს ტრენინგსა და უნართა განვითარებას შესთავაზებს.

 

კონკურსის ბიუჯეტი, 434.8 მილიონი ევრო, დააფინანსებს სადოქტორო პროგრამებს, საუნივერსიტეტო პარტნიორობებს, კვლევით ინსტიტუტებსა და კვლევით ინფრასტრუქტურას, ბიზნესსა და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ ინიციატივებს როგორც ევროპის შიგნით, ასევე მის გარეთ.

 

MSCA-ის სადოქტორო ქსელები ღიაა საერთაშორისო კონსორციუმებისთვის, რომლებიც უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტისგან. ეს სუბიექტები დაარსებული უნდა იყოს ევროკავშირის წევრ სხვადასხვა სახელმწიფოში ან „ჰორიზონტ ევროპასთან“ ასოცირებულ ქვეყნებში (მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა თუ უკრაინაში) და ევროკავშირის სულ მცირე ერთ წევრ სახელმწიფოში. ამ მინიმალური მოთხოვნის გარდა, კონსორციუმში შეიძლება შედიოდნენ სხვა ორგანიზაციები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

 

ეს სადოქტორო პროგრამები დააკმაყოფილებს საჭიროებებს კვლევისა და განვითარების სხვადასხვა სფეროში, წარუდგენს მკვლევრებს აკადემიურ და არააკადემიურ სექტორებს და შესთავაზებს ტრენინგს როგორც კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებში, ასევე უფრო ფართო უნარებსა და კომპეტენციებში, რომლებიც ინოვაციებისა და გრძელვადიანი დასაქმებისთვის არის საჭირო (იქნება ეს მეწარმეობა, შედეგების კომერციალიზაცია, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები თუ კომუნიკაცია).

 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 28 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.